პორტუგალია 18 მაისს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამასობაში კი, დეზინფორმაციულმა განცხადებებმა იმატა როგორც პოლიტიკოსებისა, ისე სოციალური მედიის მომხმარებლების მხრიდან.
ზოგი განცხადება იმ მხარდაჭერას უკავშირდება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იღებენ. ამის მაგალითია ულტრამემარჯვენე პარტიის “ჩეგას” ლიდერის, ანდრე ვენტურას პოსტი პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, სოციალური მედიის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მისი პარტია, დაახლოებით 5% უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს და დაახლოებით 9% უპირატესობით სოციალისტურ პარტიას „სოციალური მედია არ ტყუის“, – აცხადებს ვენტურა.
As redes sociais não mentem. Pela primeira vez podemos ganhar as eleições legislativas e transformar Portugal. Não fiques em casa no dia 18 de Maio🇵🇹🇵🇹🇵🇹 pic.twitter.com/zGlLa7aJXU
— André Ventura (@AndreCVentura) April 27, 2025
გაურკვეველია ამ გამოკითხვის ზუსტი წყარო, თუმცა ზოგადადაც, სოციალური მედიის გამოკითხვები აშკარად არ არის სანდო. სხვა კვალიფიციური კომპანიების მიერ ჩატარებულმა უფრო სანდო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს დაახლოებით 30-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, სოციალისტურ პარტიას 20 პროცენტზე მეტი, ხოლო პარტია “ჩეგა” მესამე ადგილზეა დაახლოებით 15-პროცენტიანი მხარდაჭერით.
მიუხედავად ამისა, სიმართლეა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში “ჩეგას” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
ვენტურამ ბოლო სატელევიზიო დებატებში განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების დროს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტურმა პარტიამ და ჩეგამ თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენეს. გამოკითხვებით გამოვლინდა, რომ ჩეგა განაგრძობს ზრდას და გასულ წელს გამართულ არჩევნებში, კარგი შედეგები აჩვენა.
2025 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პორტუგალია დეზინფორმაციის მოზღვავებისათვის ემზადება და საეჭვო და შეცდომაში შემყვანი განცხადებების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების სისტემას ქმნის. ადგილობრივი ცნობების თანახმად, მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს ევროპის ქვეყნებში, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს სწრაფად მონიშნონ ის ინფორმაცია ან ტენდენციები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.