კატეგორიები

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობამ ქუჩებში იზეიმა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობამ ქუჩებში იზეიმა
პაკისტანსა და ინდოეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აღნიშნავენ. მხარეებმა ერთმანეთზე საჰაერო იერიშები ბოლოს შაბათს, 10 მაისს მიიტანეს.

სწორედ ამის შემდეგ შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის. პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მოსახლეობა საზეიმოდ ქუჩაშიც კი გამოვიდა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულობა სამხედრო დაპირისპირებაში რამდენიმე კვირის წინ გადაიზარდა, რაც გასული ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირება იყო.

მხარეებმა ერთმანეთის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. სამხედრო მოქმედებების შედეგად, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შაბათს მომხდარი იერიშების შემდეგ შეძლეს. 10 მაისს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ინდოეთი თავდასხმებს შეწყვეტდა, პაკისტანი დეესკალაციას განიხილავდა. ინდოეთმაც მსგავსი პირობა წამოაყენა, ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად იყო, თუ პაკისტანიც დათმობაზე წავიდოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტამი ბრიუსის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებს სწორედ შაბათს ესაუბრა და მათ დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც ატომური იარაღი აქვთ, ყველა სამხედრო მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე გრძელვადიანად შეთანხმდნენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ამ დრომდე არ დარღვეულა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები