მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორის მოსახლეობა სასმელი წყლის მოსაპოვებლად იბრძვის

ღაზის სექტორის მოსახლეობა სასმელი წყლის მოსაპოვებლად იბრძვის

ღაზის სექტორის მოსახლეობა სასმელი წყლის მოსაპოვებლად იბრძვის. უმძიმესი დეფიციტის გამო, თითო ოჯახი მხოლოდ ერთ ბოთლ წყალს იღებს. წყლის ეს რაოდენობა კი არცერთ მოსახლისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ ისინი იძულებული არიანი მარილიანი წყალი დალიონ, რისი ხანგრძლივი მიღებაც, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იწვევს.

ოჯახებმა ხშირ შემთხვევაში, ერთი ბოთლი წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იკმარონ. ღაზის სექტორის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ მარილიანი წყლის დალევამ ნაწლავური ინფექციები, დიარეა და თავბრუსხვევა გამოიწვია, თუმცა სხვა მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ.

„ვიტანჯებით… თუნდაც მარილიანი წყლის მოსაპოვებლად. დღეების განმავლობაში უნდა ველოდოთ ჰუმანიტარულ ავტომობილებს, თუმცა არც მათი მარაგებია საკმარისი. და განა რამდენს უნდა გვეყოს ის 5-6 ლიტრი წყალი? ამიტომ მარილიან წყალს ვეძებთ, ეს კი ხშირ შემთხვევაში, ნაწლავურ ინფექციებს იწვევს.

ჩვენ წამლებიც კი არ გვაქვს, რომ შემდეგ ამ დაავადებებზე ვიმკურნალოთ. ხშირად ძლიერ დიარეა, თავბრუსხვევა და სისუსტე გვაქვს. ეს კი იმიტომ, რომ სასმელი წყლის მოპოვება აქ თითქმის შეუძლებელი გახდა“, – ამბობს ღაზაში მცხოვრები მაჰმუდ რადვანი.

ისრაელი უკვე ორ თვეზე მეტია ღაზის სექტორზე ბლოკადას აწესებს. ტერიტორიაზე აკრძალულია ჰუმანიტარული დახმარებისა და საწვავის შეტანა. სწორედ საწვავია აუცილებელი ჭაბურღილებიდან წყლის საქაჩი დანადგარების ასამუშავებლად.

„წყალი არც დასალევად გვაქვს და არც ჰიგიენური საჭიროებებისთვის. ფიზიკურად არ იშოვება. დიდი ბრძოლის შემდგომ ვახერხებთ, რომ დასალევად ერთი ბოთლი წყალი მოვიპოვოთ. ჩვენი შვილები წყურვილით იხოცებიან“, – ამბობს ჰოვაიდა ქასქეინი, ღაზის სექტორის მკვიდრი.

ტერიტორიაზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. წყლის გასაფილტრი სადგურები კი ელექტროენერგიის გარეშე ვერ იმუშავებს. ამ დრომდე, სწორედ ამ სადგურების მეშვეობით მიეწოდებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend