ინტერნეტსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელდა ცნობები რომლებშიც ნათქვამია, რომ ბელგიამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთის რეგიონში მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, სამხედრო ძალები განალაგა.
მათი მტკიცებით, 300-დან 400-მდე ბელგიელი სამხედრო, კონგოს არმიასა და სხვა გასამხედროებულ ჯგუფებთან ერთად, M23-ის მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება. ამ პოსტების მიხედვით, ბელგია და ზოგადად, ევროკავშირი, მხარს უჭერს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას რუანდის საზიანოდ .
ბელგია კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს და რუანდას მის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
რუანდამ თითი ბელგიისკენ გაიშვირა, რომ თითქოს ეს სახელმწიფო მხარეს წარმოადგენს მათსა და კონგოს შორის მიმდინარე კონფლიქტში.
ბელგიის ვიცე-პრემიერმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ბრალდებები მტკნარი სიცრუეა, და რომ მხოლოდ ექვსი ჯარისკაცისგან შემდგარი ბელგიური რაზმი გაიგზავნა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ კინდუში, რათა კონგოს არმიას ევროპულ არალეტალურ აღჭურვილობასთან დაკავშირებული დახმარების ათვისებაში დაეხმარონ.
Encore une fake news grotesque. 🙄
Un contingent belge de 6 (!) militaires est bien présent à Kindu pour la mise en oeuvre du soutien européen 🇪🇺 en équipement non létal à l’armée congolaise. Il n’y donc AUCUN déploiement visant à participer à des opérations quelconques et la… https://t.co/ZnZwALGQo1— Maxime PREVOT (@prevotmaxime) March 26, 2025
მან ასევე დასძინა, რომ ბელგია არ მონაწილეობს არანაირ სამხედრო ოპერაციაში, ხოლო საპირისპირო განცხადებები მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციასა და გაურკვევლობის დათესვას ემსახურება.
მოგვიანებით კი, ინტერნეტსივრცეში საპირისპირო განცხადებები გავრცელდა, რომ თითქოს ბრძოლების შედეგად 8 ბელგიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ბელგიისა და კონგოს ქალაქებს შორის რამდენიმე სამხედრო ფრენა განხორციელდა.
თუმცა ბელგიამ თავის მხრივ გაავრცელა განცხადებები, სადაც თავდაცვის სამინისტრომ მარტის ბოლოს გამოქვეყნებულ პრესრელიზზე მიანიშნა. განცხადების თანახმად, კინგოში, ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ფონდის პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ბელგიელი ჯარისკაცი იმყოფება და ბელგია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღჭურვილობის შეძენასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ეხმარება.
მათ დასძინეს, რომ ბელგიასა და კონგოს შორის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ ცალკეული მისიების ფარგლებში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ახალ სამხედრო ვითარებასთან.
რუანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უპასუხია ჩვენს მოთხოვნაზე კომენტარის თაობაზე, ხოლო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.