კატეგორიები

პუტინის აღლუმის სტუმრები

პუტინის აღლუმის სტუმრები
ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმისთვის ემზადება. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს დღე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დღესასწაულად იქცა. სამხედრო აღლუმი, კონცერტები, სპექტაკლები და სხვა ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

თუმცა წლევანდელი 9 მაისი მოსკოვისთვის განსხვავებულია. 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროპელი ლიდერები მოსკოვში ჩასვლაზე უარს ამბობენ. მოსკოვი სტუმართა სიის განახლებას ცდილობს.

ბურკინა-ფასო, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა, ზიმბაბვე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ვენესუელა, ლაოსი, თურქმენეთი, კუბა, მონღოლეთი… ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, რომელთა ლიდერებსაც ვლადიმერ პუტინი 9 მაისის აღლუმზე ელოდება.

მოსკოვში არიან ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი და ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ღონისძიების მთავარი სტუმარი სწორედ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინია.

ევროპელ ლიდერებს შორის დღეს აღლუმს მხოლოდ სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო დაესწრებიან. მათ კრემლის ფონზე, ერთობლივი ფოტოც გაავრცელეს.

Related news
პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორები „აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის გამო იტანჯებიან”
სხვა ამბები