კატეგორიები

სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად აზერბაიჯანში დაეშვა

სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად აზერბაიჯანში დაეშვა
თვითმფრინავი, რომლითაც სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვში მიფრინავდა აზერბაიჯანში დაეშვა.
ამის მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის სამხედრო ოპერაციაა, რის გამოც დახურულია მოსკოვის საჰაერო სივრცე – წერს აზერბაიჯანული მედია.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების რისკების გამო, თვითმფრინავი ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსკოვისკენ გაფრენას.

ალექსანდ ვუჩიჩის ვიზიტი რუსეთში დღეს უნდა დაწყებულიყო. ის ასევე გეგმავს დაესწროს 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს წითელ მოედანზე.

ამასთან, როგორც ცნობილია, ბალტიის ქვეყნებმა ვუჩიჩის თვითმფრინავს არ მისცეს ნებართვა მოსკოვისკენ გასაფრენად მათი საჰაერო სივრცე გამოეყენებინა.

დაკავშირებული ამბები
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ აშშ-მა ირანზე დარტყმები გააძლიეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს
სხვა ამბები