კატეგორიები

გერმანიის თავდაცვის მინისტრს სურს, მკვეთრად გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრს სურს, მკვეთრად გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. „როიტერსის“ ცნობით, ხარჯებმა შესაძლოა 60 მილიარდ ევროზე მეტს მიაღწიოს.

საინფორმაციო სააგენტოს ორი წყაროს ცნობით, ბუნდესვერის მეთაური ქვეყნის წლიური თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრად გაზრდას ცდილობს.

ერთ-ერთი მათგანის თქმით, მინისტრი 2025 წლიდან ბიუჯეტის 60 მილიარდ ევროზე მეტით (68,21 მილიარდი დოლარი) გაზრდას აპირებს.

პისტორიუსის ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგმა გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი აირჩია.

ევროკავშირის არაერთი ქვეყანა სასწრაფოდ ცდილობს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, რადგან ზოგიერთი სახელმწიფოს დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთი შესაძლოა ნატოს ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავდეს.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები