მთავარიევროპარუსეთი„რუსული ციხე სიკვდილზე უარესია”,- როგორ გაექცა რუსი ჟურნალისტი პუტინის ტყვეობას

„რუსული ციხე სიკვდილზე უარესია”,- როგორ გაექცა რუსი ჟურნალისტი პუტინის ტყვეობას

მოსკოვიდან გაიქცა რუსი ჟურნალისტი, ეკატერინა ბარაბაში, რომელსაც Facebook-ზე გამოქვეყნებული რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტების გამო ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა.

რუსმა ჟურნალისტმა ელექტრონული სამაჯურის მოხსნა მოახერხა და შინაპატიმრობას თავი დააღწია. ბარაბაშს მოსკოვიდან გაქცევაში არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს იცავს. ამჟამად რუსი ჟურნალისტი საფრანგეთში იმყოფება და მის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

63 წლის ბარაბაშმა ღიად გააკრიტიკა რუსეთი, რომელიც თავისუფლებას ახშობს. მან ასევე  და დეტალურად აღწერა გაქცევის პროცესი. მისი თქმით, „რუსი ჟურნალისტის“ ცნება დღეს აღარც არსებობს.

„ეს ძალიან სახიფათო იყო. საშიში იყო, რადგან კამერები ყველგანაა.  არ ვიცოდით, გაუგზავნეს თუ არა ინსტრუქცია ადგილობრივ პოლიციას. დიახ, საშიში იყო. ზოგჯერ ფიზიკურადაც რთული იყო, რადგან კილომეტრები უნდა გამევლო ტყეში ზურგჩანთით. ზოგჯერ ღამით ღია ცის ქვეშ მიწევდა ძილი. ასე რომ, დიახ — ეს ნამდვილად იყო რთული და ძალიან, ძალიან სახიფათო. რუსული ციხე სიკვდილზე უარესია. ამიტომ  სასამართლო განჩინებამდე მართლა ვეძებდი საწამლავს,  რადგან არ მინდოდა ციხე. არა, რუსული ციხე — არავითარ შემთხვევაში, ხუთი ან შვიდი წლით? არა”, – ამბობს რუსეთიდან გაქცეული ჟურნალისტი ეკატერინა ბარაბაში.

ბარაბაში, რომელიც ხარკივში დაიბადა, თებერვალში ბერლინალეს კინოფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა  “რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება”. მას ასევე “უცხოელი აგენტის” სტატუსი მიანიჭეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ეკატერინა ბარაბაში უერთდება იმ რუსი ჟურნალისტების მზარდ ტალღას, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდნენ, გაქცეულიყვნენ.

RSF-ის მონაცემებით, უკვე 90-ზე მეტი მედიაორგანიზაცია გაიხიზნა ევროკავშირში და მეზობელ ქვეყნებში. ორგანიზაცია რუსეთს 2025 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 171-ე ადგილზე აყენებს.

დღემდე რუსეთში 38 ჟურნალისტი რჩება პატიმრობაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ რუსეთში  დამოუკიდებელი  მედია  ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend