6 მაისის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო განგაში გამოცხადდა არაერთ რეგიონში, დაიხურა რამდენიმე აეროპორტი, მათ შორის ოთხივე ძირითადი აეროპორტი მოსკოვში.
რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ათობით უპილოტო საფრენი აპარატი.
ვრცელდება ცნობები, რომ მოსკოვის გარეუბანში ჩამოცვივდა დრონის ნამსხვრევები. ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, რუსეთი ავრცელებს ცნობებს უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის თაობაზე.
რუსეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რადგან ქვეყანა ემზადება ტრადიციულად მასშტაბურად აღნიშნოს 9 მაისი.
სწორედ ამ დღეს მოსკოვში სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე ლიდერს ელიან.