კატეგორიები

რამზან კადიროვი თანამდებობიდან წასვლაზე საუბრობს

რამზან კადიროვი თანამდებობიდან წასვლაზე საუბრობს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ რუსულ და ჩეჩნურ სამთავრობო მედიასაშუალებებში წერენ.

ერთ-ერთ ჩეჩნურ მედიასთან ინტერვიუში კადიროვმა ახსენა, რომ მან თავად ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება.

„სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, – თქვა კადიროვმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ვის სთხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა.

დაკავშირებული ამბები
პუტინის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს, თუმცა ტერიტორიული საკითხის განხილვას არ აპირებს რუსეთის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან Yandex-ის სერვისების შეფერხებებით
სხვა ამბები