მთავარიაზიაისრაელი„მეტი ომი მეტ მსხვერპლს მოიტანს” - ისრაელის გეგმები ღაზაში შეშფოთებას იწვევს

„მეტი ომი მეტ მსხვერპლს მოიტანს” – ისრაელის გეგმები ღაზაში შეშფოთებას იწვევს

„წუხელ ღამით გადავწყვიტეთ ღაზაში მძლავრი ოპერაციის დაწყება. ეს იყო გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაცია „ჰამასის“ დასამარცხებლად. ის ფიქრობს, რომ ეს დაგვეხმარება მძევლების გადარჩენაში და მე ვეთანხმები მას. ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას და არ ვაპირებთ დავნებდეთ. ამას ვაკეთებთ”, – ამ სიტყვებით მიმართა ბენიამინ ნეთანაჰუმ ორშაბათს მოქალაქეებს და აცნობა, რომ ისრაელმა მიიღო დაამყაროს სრული კონტროლი ღაზის სექტორზე.

ისრაელ „ჰამასის“ ომის დაწყებიდან თითქმის წლინახევრის შემდეგ, ისრაელი ღაზის სექტორის 50 პროცენტს აკონტროლებს. პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, მოკლულია 52 000-ზე მეტი პირი, მოსახლეობის 90 პროცენტი კი იძულებით გადაადგილებული.

ეს გეგმა კი, რომელიც რომელიც მთავრობამ ორშაბათს დაამტკიცა ითვალისწინებს ათასობით პალესტინელის მათ შორის გადაყვანა სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამწვავებს ადგილზე არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისს.

“მეტი აღარ შეგვიძლია. არ გვაქვს საკვები. რა უნდა გავაკეთოთ? არა საკვები, არა ფქვილი. არაფერი გვაქვს”, – ამბობენ პალესტინელები, რომლებიც საათობით დგანან რიგებში, რომ საკვები მიიღონ.

ცნობებმა სამხედრო მოქმედებების გაფართოების თაობაზე პროტესტი გამოიწვია იერუსალიმშიც. ასობით ადამიანი შეიკრიბა ქნესეთთან და მოითხოვა მთავრობამ მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ისრაელის გეგმებმა უკვე გამიწვია შეშფოთებაც საერთაშორისო საზოგადოებაში. გაეროში ამბობენ, რომ მეტი ომი მეტ მსხვერპლსა და ნგრევას მოიტანს.

თუმცა როგორც ჩანს, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გეგმის ბოლომდე მიყვანა. არმიაში უკვე გამოიძახეს რეზერვის ათასობით ჯარისკაცი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend