მთავარიევროპარუსეთი„გამარჯვების დღის“ აღლუმზე მოსკოვში 30-მდე უცხოელი ლიდერი ჩადის

„გამარჯვების დღის“ აღლუმზე მოსკოვში 30-მდე უცხოელი ლიდერი ჩადის

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა რუსულ მედიას დაუსახელა იმ 30-მდე უცხოელი ლიდერის ვინაობა, ვინც წითელ მოედანზე „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩასვლას აპირებს.

კრემლში ადასტურებენ, რომ მიწვეულ ლიდერებს შორის არიან აზერბაიჯანის, ბელარუსის, სერბეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ვენესუელის პრეზიდენტები, ასევე სომხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები.

9 მაისს სამხედრო აღლუმზე მოსკოვში ჩადიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „ლიდერებიც“.

ღონისძიებაზე დასასწრებად მიწვეული იყო, თუმცა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მოსკოვში ჩასვლა უარყო ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ. რუსული მედიის თანახმად, ინდოეთს, ინდონეზიას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ნიკარაგუასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას წითელ მოედანზე მაღალი რანგის თანამდებობის პირები წარმოადგენენ, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ელჩი.

ჟურნალისტებთან საუბრისას იური უშაკოვმა თქვა, რომ „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანები ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საიდუმლოდ დატოვა ერთ-ერთი შეხვედრის დეტალები, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, „საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს“.

იური უშაკოვი ადასტურებს, რომ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი გეგმავს არაერთი შეხვედრის გამართვასა და რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულების გაფორმებას, მათ შორის ვენესუელასა და ჩინეთთან. კრემლი კარაკასსა და პეკინს მთავარ მოკავშირეებს შორის ასახელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend