კატეგორიები

უკრაინის რადა მინერალების შეთანხმების რატიფიკაციისთვის ემზადება

უკრაინის რადა მინერალების შეთანხმების რატიფიკაციისთვის ემზადება

უკრაინის უმაღლესი რადა მინერალების შეთანხმების რატიფიცირებისთვის ემზადება. იშვიათი წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილ დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოში 8 მაისს უყრიან კენჭს. შესაბამისი დოკუმენტი უწყებამ განსახილველად უკვე მიიღო.

პროცესისთვის მინიმალური, 7-დღიანი, ვადა იქნება გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პარლამენტი მინერალების შეთანხმებაზე თანხმობას მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გასცემს. ამასთან, დღეს, 2 მაისს, პარლამენტს ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა მიმართა. მან მოუწოდა კანონმდებლებს დოკუმენტის რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოახდინონ.

კიევსა და ვაშინგტონს შორის იშვიათი მეტალების მოპოვებისა და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე დოკუმენტს 1-ელ მაისს მოეწერა ხელი, რაც დედაქალაქებში პოზიტიურად შეფასდა.

პირობების თანახმად, უკრაინა ბუნებრივ რესურსებზე საკუთრების უფლებას ინარჩუნებს და თავად განსაზღვრავს, თუ სად და როგორ მოხდეს იშვიათი მეტალების მოპოვება.

ეს გარიგება ერთგვარი გარანტიაა უკრაინისთვის, რომელმაც მის მიწაზე ამერიკული ფინანსური ინტერესების არსებობით რუსეთი უნდა შეაკავოს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები