kosmos 482 ვენერას მისიისთვის საბჭოთა კავშირიდან 1972 წელს გაუშვეს. მან დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა ვერ გააღწია და ამ დრომდე იქ გადაადგილდება. ამის მიუხედავად, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ის სავარაუდოდ მალე პლანეტაზე ჩამოვარდება.
ეს ცივი ომის პერიოდში ხდებოდა, საბჭოთა კავშირი კი მსგავს მარცხს საჯაროდ არ აღიარებდა, ამიტომ შეუმდგარი მისიის შესახებ მაშინ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. სავარაუდოდ, Kosmos-482-ის ფრენის შეფერხება ტაიმერის ანომალიამ გამოიწვია. აპარატს ზოგიერთი ფრაგმენტი გაშვებიდან მალევე გამოეყო და მათი ნაწილი 5 დღეში ახალი ზელანდიის თავზე ატმოსფეროში შემოვიდა.
პლანეტაზე მისი დაბრუნება პოტენციურ რისკს უკავშირდება, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, გადაურჩება თუ არა ატმოსფეროში შემოსვლას. მოდული ისეა შექმნილი, რომ ვენერას სქელი ატმოსფერო უსაფრთხოდ გადაელახა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, დედამიწის უფრო თხელ აირად გარსში არ დაიწვას. მეცნიერების გამოთვლით, თუ ის დედამიწის ატმოსფეროში შემოაღწევს, 242 კმ/სთ სიჩქარით ჩამოვარდება. დაუდგენელია დაცემის ტრაექტორიაც.


