„მომდევნო 24 ან 36 საათში ინდოეთი პაკისტანზე სამხედრო იერიშის მიტანას გეგმავს“, – ეს განცხადება პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა 29 აპრილს გააკეთა.
დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის სადავო რეგიონში დაიწყო შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელიც 22 აპრილს მოხდა. ინდოეთის კონტროლირებადი რეგიონის საკურორტო ქალაქი პაჰალგამის მახლობლად შეიარაღებულმა პირმა 26 ადამიანი მოკლა, მათი უმრავლესობა ინდოელები იყვნენ.
ინდოეთის მთავრობამ ძალიან მალევე ამ შემთხვევას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები პაკისტანის მიერ არიან მხარდაჭერილი და ამას ინდოეთის მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს. ისლამაბადი ბრალდებას ამ დრომდე უარყოფს.
როგორ დაიწყო ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტი ქაშმირის რეგიონის გარშემო და რა მნიშვნელობა აქვს მას ნიუ-დელისა და ისლამაბადისთვის, ამის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ინდოეთის ისტორიის სპეციალისტმა, მაია ბარქაიამ ისაუბრა.