მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარისაქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის, „ეისითის”, მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი მაღალია: საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი – 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.

გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის მარტში შემთხვევითი შერჩევის გზით, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კვლევის უფროსმა ანალიტიკოსმა ნათია ხიჯაკაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend