კატეგორიები

ვლადიმერ პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს ახალი სახელი – „სტალინგრადი“ დაარქვა.

ვლადიმერ პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს ახალი სახელი – „სტალინგრადი“ დაარქვა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანახმადაც ვოლგოგრადის გუმრაკის აეროპორტს ახალი სახელი – „სტალინგრადი“ მიენიჭა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიის ინფორმაციით, აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივა ვეტერანებსა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს ეკუთვნით.

ეს წინადადება პუტინს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა წარუდგინა.

პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა ოფიციალურ დოკუმენტს და აეროპორტის სახელწოდებას შეცვლიდა.

დაკავშირებული ამბები
რუსული სამოქალაქო ავიაციის პრობლემები - ჰაერში და ხმელეთზე „შავი ჭირის“ შესაძლო ეპიდაფეთქების გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
სხვა ამბები