პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი დასაქმებულთა უწყვეტ ბრძოლას აღნიშნავს ღირსეული სამუშაო პირობებისა და უსაფრთხო გარემოს მოსაპოვებლად.
ჭიათურაში მიმდინარე პროცესებისა და მაღაროელთა ორთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე კი ეს საკითხი დღეს კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია. აქ დღითიდღე მძიმდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ასეულობით ადამიანია დარჩენილი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე.
როგორია პირველი მაისის ისტორიული მნიშვნელობა, რამ გამოიწვია სოციალური კრიზისი ჭიათურაში და რამ უნდა მისცეს ყველაზე დიდი ბიძგი ცვლილებებს – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროფკავშირ „გილდიას” თავმჯდომარე გიგა ბექაური საუბრობს.