თბილისში ქვევრის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს ქვევრის და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
საერთაშორისო მნიშვნელობის ქვევრის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო რიგ ღონისძიებებს ყოველწლიურად მართავენ და ამ გზით ხელს უწყობენ ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდას.
ამ დღეს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ნესტან შაშიაშვილმა ისაუბრა.