ამ კვირას ბევრი საინტერესო რამ გველის, მათ შორის კორეელი მხატვრის დო ჰო სუს გამოფენა ლონდონში, პორტუგალიის Music Now! Musica Nostra-ს კონფერენცია და მარველის Thunderbolts-ის მსოფლიო პრემიერა.
ხოლო, თუ თქვენ ჯერ კიდევ ხართ შთაბეჭდილების ქვეშ The Last of Us-ის ერთი ეპიზოდის გამო, მაშინ გაეცანით ჩვენს სრულ მიმოხილვას აქ.
როგორც ყოველთვის, ჩვენ ყოველ კვირას გაგიზიარებთ კულტურულ ღირსშესანიშნაობათა ნუსხას, რათა უკეთ გაეცნოთ გამოფენების, ფილმების, სატელევიზიო სერიალებისა და მუსიკის ამბებს.
გამოფენები
The Genesis Exhibition: Do Ho Suh: Walk The House
კორეაში დაბადებული მხატვრისთვის, დო ჰო სუსთვის, სახლი მთავარ კონცეფციას წარმოადგენს. ფართომასშტაბიანი, ფერადი პრიზმული ინსტალაციების სერიის საშუალებით დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაიარონ სივრცესა და ადგილს, გონებასა და სხეულს, კოლექტიურობასა და ინდივიდუალობას შორის არსებული გზა.
სამი ათწლეულის განმავლობაში დო ჰო სუს დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში. მის უნიკალურ ნამუშევართაგან ბევრი სწორედ აქ არის გამოფენილი, მათ შორისაა ცნობილი ქანდაკებები. გამოფენა ლონდონში ტეიტ მოდერნის მუზეუმში პირველი მაისიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
კარავაჯო 2025

კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წლის აღსანიშნად რომი კარავაჯოს ნამუშევრების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. ბევრი რამ მე-16 საუკუნის იტალიელი მხატვრის შესახებ, რომელიც განთქმულია თავისი დრამატული რეალიზმითა და განსხვავებული სტილით, საიდუმლოებით არის მოცული. გამოფენაზე წარმოდგენილია 24 ნამუშევარი, მათ შორის Museo del Prado-ს Ecce Homo და Portreit of Monsignor Maffeo Barberini. გამოფენა იტალიის დედაქალაქ რომში იმართება და 6 ივლისამდე გასტანს. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ბმულს.
ღონისძიებები
Music Now! Musica Nostra
რთულ პერიოდში მუსიკას ყოველთვის შეუძლია ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, გაძლიერება და შთაგონება. ევროპის მუსიკის ცენტრისა (CEM) და ევროპის მემკვიდრეობის ცენტრის პარტნიორებთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება Music Now! Music Nostra სწორედ ამას ემსახურება. ის აერთიანებს მსოფლიო დონის მუსიკოსებს, პოლიტიკოსებსა და კულტურულ მოღვაწეებს, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ აღიქვას, რომ გარკვეული ცვლილებების დროს მუსიკა ერთგვარი ინსტრუმენტია და მას კულტურული, ისტორიული და გლობალური თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„მუსიკა და მემკვიდრეობა ევროპული იდენტობის ქვაკუთხედია. მუსიკა ევროპის სულია. ის არის ხიდი მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობას შორის“, ამბობს ჟორჟ შამინე, CEM-ის დამფუძნებელი და ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტის პარტნიორი.
მუსიკალური ღონისძიება პორტუგალიაში მაფრის ეროვნულ სასახლეში 29-იდან 30 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
Làctium Cheese Festival
3-იდან 4 მაისის ჩათვლით კი კატალონიაში ყველის ყველაზე დიდი ფესტივალი გაიმართება. წლევანდელ ღონისძიებაზე ესპანეთიდან 200-ზე მეტი სახეობის ყველი იქნება წარმოდგენილი. საზოგადოება გაეცნობა ადგილობრივი ყველის მწარმოებლებსა, მისი დამზადების წესებს, ექნება დაგემოვნების საშუალებაც. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ფესტივალზე ასევე მოეწყობა ყველის დამზადების სემინარები, ღვინის დეგუსტაციები, საინტერესო დისკუსიები და ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ ამ ადგილის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. ერთი სიტყვით, ეს შესანიშნავი წვეულებაა ყველის მოყვარულთათვის. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?
ფილმები
The Shrouds
.
მხოლოდ რამდენიმე კინორეჟისორმა შეძლო ასე თამამად ხელახლა განესაზღვრა კინო. მათგან ერთ-ერთი დეივიდ კრონენბერგია. Shivers, The Fly, Videodrome და Crimes of the Future – მისი შემოქმედება სავსეა სექსუალური, სამედიცინო და ტექნოლოგიური თემატიკით, რომელმაც რამაც ხელი შეუწყო მთელი (და ამჟამად აღორძინებული) ჟანრის ჩამოყალიბებას: თუმცა მისი უახლესი ფილმი The Shrouds ალბათ ყველაზე პირადულია. მასში იგრძნობა ის მწუხარება, რომელიც ცოლის, კეროლინის, დაკარგვითაა გამოწვეული. ფილმის პრემიერა კანში გასულ წელს შედგა. სიუჟეტის მიხედვით, ქვრივი, სახელად კარში (ვენსან კასელი), ქმნის GraveTech-ს, მანქანას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, უყურონ დაკრძალული ახლობლების ცხედრების თანდათანობით ხრწნას. პრემიერა საფრანგეთის კინოთეატრებში 30 აპრილს გაიმართება.
Thunderbolts*
.
როგორც ცნობილია, „კაპიტან ამერიკას“ დიდი იმედგაცრუება მოჰყვა. საინტერესოა, შეძლებს თუ არა იდუმალი ვარსკვლავით გამოსახული ანტისუპერგმირების ახალი გუნდი მარველის გადარჩენას? ფლორენს პიუს, დევიდ ჰარბორის, სებასტიან სტენისა და ჰარისონ ფორდის მონაწილეობით, სავარაუდოდ, შესაძლებელია. Thunderbolts – ეს არის ფილმი სუპერბოროტმოქმედების შესახებ, რომლებსაც გაგზავნიან მისიაზე, თუმცა არ წავლენ გეგმის მიხედვით. ამიტომ იძულებული გახდებიან, დაუპირისპირდნენ თავიანთ წარსულს.
სერიალები
You
.
ფრთხილად, ქალბატონებო, „კარგი ბიჭი“, ფსიქოპატი ჯო (პენ ბეჯლი) ისევ თავისუფლად გადაადგილდება, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლოჯერ. წლების განმავლობაში ქალების დევნის, დამწყვდევისა და მკვლელობის მიუხედავად, მისი საქმეები საკმაოდ კარგად მიდიოდა. მდიდარი ჯო ნიუ-იორკში ცხოვრობდა ბედნიერად მეუღლესთან ერთად, თუმცა შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტი მისი ცოლის (შარლოტა რიჩი) წარსულის ძიებას დაიწყებს, რითაც საფრთხეს უქმნის ჯოს, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელის ეშინია. ეს ძალიან არაორდინალური სერიალია. მისი ნახვა ნეტფლიქსზეა შესაძლებელი.
მუსიკა
.
ნიუიორკულმა პოსტპანკ ჯგუფმა Model/Actriz, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა, ყურადღება 2023 წლის სადებიუტო ალბომით Dogsbody მიიპყრო. იგი კვლავ ქმნის პანკროკ სცენაზე უნიკალურ სივრცეს. მისი სიმღერები აერთიანებს ენერგიულ ჟღერადობას, განსხვავებული თემატიკა კი საზოგადოებაში ერთდროულად იწვევს შფოთვასა და აღფრთოვანებას.