მთავარიაზიაღაზაისრაელის სარაკეტო იერიშებს ღაზის სექტორში 50 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ღაზის სექტორში 50 პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო თავდასხმებს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

თავდასხმების სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები, მათ შორის შენობები, დევნილთა თავშესაფრები და კარვების ბანაკები.

პალესტინელები ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებენ და ყველა მონაწილე მხარეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„ესაა ბავშვი, რომელიც ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ. ნეთანიაჰუს მთავრობავ, ამ ბავშვს რა ბრალი მიუძღვის, რა დააშავა? ეს საცხოვრებელი შენობაა. ღარიბი ხალხი ვართ. ჩვენ უბრალოდ ჭამა, მუშაობა და ძილი გვჭირდება. დავიღალეთ. ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ მთავრობებო, დავიღალეთ. ღვთის გულისათვის დაასრულეთ ეს ომი“, – ამბობს ღაზის მკვიდრი, აბუ სალეჰი.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთში ორ თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა.

ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისში ისრაელის სარაკეტო იერიშს შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია.

გაერო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მედიკამენტები და საკვები კრიტიკულად დაბალ დონეს აღწევს და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციას ვერ ახორციელებენ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადის გამო.

ისრაელის მთავრობის თქმით, ბლოკადა მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს „ჰამასის“ გადაჯგუფების მცდელობას. ისრაელისთვის ესაა ზეწოლის მექანიზმი, რათა „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლებიც გაათავისუფლოს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ომის დანაშაულია.

გაეროს ჰუმანიტარული ოფისი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაიწყონ ისრაელზე ზეწოლა, რათა დაუშვან ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend