საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ხვალ, 26 აპრილს განახლებულ ბიბლიოთეკას ხსნის. დასწრება თავისუფალია.
სხვადასხვა ასაკის სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა ელით. მათ შორის, შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან, სამაგიდო თამაშები, ტექსტილის დიზაინის ვორქშოპი, ურბანული მებაღეობის ვორქშოპი, გამოფენები, სამეწარმეო ბაზრობა და სხვა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კომუნიკაციის კოორდინატორმა ანა ცქიტიშვილმა ისაუბრა.