მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი: „რუსეთი შეჩერდა და მთელი უკრაინა არ დაიკავა, ეს დიდი დათმობაა“

დონალდ ტრამპი: „რუსეთი შეჩერდა და მთელი უკრაინა არ დაიკავა, ეს დიდი დათმობაა“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა იმით, რომ მთელი უკრაინა არ დაიპყრო.

ტრამპმა ეს კომენტარი გააკეთა ოვალურ კაბინეტში, სადაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იუნას გარ სტორეს სავაჭრო საკითხებისა და უკრაინაში რუსეთის ომის განსახილველად მასპინძლობს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარი – Copyright AP

„რა დათმობებზე წავიდა რუსეთი, რითაც მშვიდობასთან უფრო დაგაახლოვათ?“, – ჟურნალისტის შეკითხვა დონალდ ტრამპს.

„ომის შეჩერება, შეჩერდა და მთელი ქვეყანა არ დაიკავა. საკმაოდ დიდი დათმობაა“,პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

უკრაინა და ევროპელი პარტნიორები აცხადებენ, რომ უკრაინული მიწების მიტაცების პროცესის შეჩერება დათმობა არაა. თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სჯერა, ქვეყნები მშვიდობას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დამთავრებას თავისი ვადა აქვს და მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის დამოკიდებულება ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს.

„მე ჩემი პირადი ვადა მაქვს და გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, პრემიერ-მინისტრი ამაში გვეხმარება. მასაც სურს, ყველაფერი მალე მოხდეს და ნატოშიც ელოდებიან ომის დასრულებას. ამრიგად, გვაქვს ვადა და მისი გასვლის შემდეგ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი სისხლის ღვრის დასრულებაა, რადგან ყოველკვირეულად ორივე მხრიდან 5000 ჯარისკაცი იღუპება.
აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში ომის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend