სხვადასხვა წყაროს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა სამშვიდობო ხელშეკრულების მონახაზი და ახლა მთავარი კითხვაა, რას მიიღებს ტრამპის გეგმის მიხედვით, ერთი მხრივ, უკრაინა და, მეორე მხრივ, რუსეთი.
არის თუ არა ამ შეთანხმებაში რაიმე ისეთი, რაც რეალურად შეძლებს რუსული აგრესიის შეჩერებასა და კრემლის მხრიდან სამომავლო თავდასხმის პრევენციას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აშშ სამხედრო დახმარებას შეუჩერებს უკრაინას და რამდენად აქვს ევროპას იმის რესურსი, რომ თავადვე უზრუნველყოს კონტინენტის უსაფრთხოება – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამხედრო ანალიტიკოსმა ოთო კონჯარიამ ისაუბრა.