მთავარიევროპაუკრაინაკრემლის მასირებულ იერიშზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი საუბრობს

კრემლის მასირებულ იერიშზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი საუბრობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლმა 23 აპრილის ღამეს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 11 ბალისტიკური და 55 ერთეული სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

ასევე, 145 თვითმკვლელი დრონი. ჯამში უკრაინის საჰაერო თავდაცვას 215 საჰაერო სამიზნეზე მოუწია რეაგირება. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინება განადგურებულია 112 სამიზნე.

„შაჰიდებით ხდება (უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის) გადატვირთვა, და გადატვირთვის შემდეგ ეძებენ ადგილებს ზუსტი დარტყმებისთვის. უკრაინა კაპიტულაციას არანაირად არ დასთანხმდება.

საზოგადოება, ჯარი განწყობილია იმისთვის, რომ ბოლომდე დაიცვას თავისი ქვეყანა.“ – რუსული იერიშის დეტალებზე, ევრონიუს ჯორჯიასთან, უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend