Tbilisi Open Air 2025

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Open Air წელს 24-25 მაისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი ფესტივალი მიმართულია სოლიდარობის, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეისკენ.

Open Air თანადგომას უცხადებს მუსიკალური და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

საფესტივალო დღეები მუსიკალური პროგრამის პარალელურად უმასპინძლებს თეატრს, ნაციონალურ ბალეტს, წიგნისა და ღვინის ფესტივალს.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში Tbilisi Open Air-ის მედიაკოორდინატორმა სოფო ებრალიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend