კატეგორიები

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელ ოლეგ კიპერსა და ოდესის მერ გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის იერიშის სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები. იერიშის შედეგად შენობებს ხანძარი გაუჩნდა.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები