კატეგორიები

წითელ პარასკევს რუსულმა ძალებმა სუმისა და დნიპროზე იერიში მიიტანეს

წითელ პარასკევს რუსულმა ძალებმა სუმისა და დნიპროზე იერიში მიიტანეს

დღეს, 18 აპრილს, წითელი პარასკევია, ქრისტიანებისთვის ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მიუხედავად ამისა, რუსეთმა გამთენიას მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმიზე. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაზიანდა ერთ-ერთი ინდუსტრიული დაწესებულება.

ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ტელეგრამარხზე” გაავრცელა. მისი თქმით, „შაჰედის“ ტიპის სამი დრონი ერთსა და იმავე დაწესებულებას შეეჯახა, რის შედეგადაც, შენობა და მისი სახურავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს ქალაქ დნიპროზე, სადაც 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობები, მაღაზიები და ავტომობილები. მიუხედავად რელიგიური დღესასწაულებისა, რუსეთი არ წყვეტს თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები