უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან 20 000-ამდე უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმებისას კიევის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი მათი სამშობლოში დაბრუნებაა.
უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ ძალისხმევას არ დაიშურებს იძულებით გატაცებული უკრაინელი ბავშვების, ასევე სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ უკრაინიდან 19 456 ბავშვია გატაცებული, თუმცა რეალური მონაცემები, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია. იელის ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის ინფორმაციით, ეს რიცხვი 35 000-ს აღემატება. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ბაშვების რაოდენობა 700 000 აღწევს.
