მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, ჰარვარდი სამარცხვინოა”

დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, ჰარვარდი სამარცხვინოა”

ამერიკის შეერთებული შტატებში ჰარვარდის უნივერსიტეტს შესაძლოა გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსი შეუჩერონ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გადასახადებისგან გათავისუფლება „პრივილეგიაა“ და მას შენარჩუნება სჭირდება. მისი განცხადებით, ამ სტატუსს ბევრი სასწავლო დაწესებულება ბოროტად იყენებს.

„ვფიქრობ, ჰარვარდი სამარცხვინოა. ვფიქრობ, რაც მათ გააკეთეს, სამარცხვინო იყო. ისინი აშკარად ანტისემიტები არიან. საშინელებაა, რასაც ისინი ამბობდნენ, რასაც აკეთებდნენ. სამარცხვინოა, როცა ხედავ იმ ქალს, იმ საზარელ პრეზიდენტს, რომელმაც ჰარვარდის იმიჯი გააფუჭა, შესაძლოა სამუდამოდაც კი, როგორ იქცეოდა კონგრესში, კონგრესის დარბაზებში… მე ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს ვკითხულობ. პირდაპირ ჩართული არ ვარ. მასზე ადვოკატები მუშაობენ.

ინფორმაციას მეც თქვენსავით ვეცნობი, მაგრამ გადასახადებისგან გათავისუფლებულის სტატუსი პრივილეგიაა. ეს ნამდვილი პრივილეგიაა, თუმცა მას ბოროტად იყენებენ, მათ შორის ჰარვარდიც. როგორც ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სასწავლო დაწესებულება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. თუ სკოლებს, კოლუმბიის, ჰარვარდის, პრინსტონის უნივერსიტეტებს ახლოდან დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ იქ ანტისემიტები არიან. არ ვიცი, რა ხდება. თუმცა ისინი ძალიან ცუდად იქცევიან სხვა მიმართულებებითაც. ამიტომ ჩვენ მათ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჰარვარდის უნივერსიტეტში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ყველაზე ძველ უნივერსიტეტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა ადმინისტრაციის მოთხოვნებზე, ცვლილებები შეეტანა თანამშრომლებისა და სტუდენტების მიღებისა და სწავლების წესში. ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის მოთხოვნები უარყო და თეთრი სახლი უნივერსიტეტზე კონტროლის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის უნივერსიტეტს უჩერებს 2 მილიარდ დოლარზე მეტ გრანტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend