კატეგორიები

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვით ემუქრება

ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვით ემუქრება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს ემუქრება, რომ მათ სასწავლებელში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვას აკრძალავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი არ დააკმაყოფილებს ადმინისტრაციის მოთხოვნას, გაუზიაროს მათ ზოგიერთი სასწავლო ვიზის მფლობელის შესახებ ინფორმაცია.

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უძველეს უნივერსიტეტს მოსთხოვა ცვლილებების შეტანა საცხოვრებლის დაქირავების, ასევე ჩარიცხვისა და სწავლების პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც მათ კამპუსში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემიმ უნივერსიტეტისგან უცხოელი სტუდენტების ვიზასთან ერთად მათი ისტორია და უკანონოდ ჩადენილი ქმედებების ჩანაწერები მოითხოვა.

ნოემის მოთხოვნაში ნათქვამია, რომ სასწავლებელი დაკარგავს „უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის პრივილეგიას”, თუ ის არ დააკმაყოფილებს ადმინისტრაციის მოთხოვნებს.

უცხოელი სტუდენტები ჰარვარდში ყოველწლიურად ჩარიცხულ სტუდენტთა 27%-ს შეადგენენ.

„უნივერსიტეტი არ დათმობს თავის დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციურ უფლებებს“, – წერს ჰარვარდის პრეზიდენტი ალან გარბერი.

რამდენიმე დღის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსება გაუყინა.

„ჰარვარდი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სწავლისთვის ღირსეულ ადგილად და ასევე აღარ უნდა ეწეროს მსოფლიოს უდიდესი უნივერსიტეტების ან კოლეჯების სიაში“, – დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს თავის Truth Social პლატფორმაზე.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები