კატეგორიები

რუსულმა ძალებმა მარკ რუტეს ვიზიტიდან რამდენიმე საათში ოდესაზე მიიტანეს იერიში

რუსულმა ძალებმა მარკ რუტეს ვიზიტიდან რამდენიმე საათში ოდესაზე მიიტანეს იერიში

რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით მიიტანა იერიში, დაშავდა სამი ადამიანი. გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა და დაზიანდა სახლები, საწყობები, აფთიაქი, ეკლესია და ავტომობილები.

მოქალაქეები მიყენებული ზიანის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია სახურავები.

ამავდროულად, რუსების მორიგი თავდასხმის შედეგად ხერსონში, რომელიც ოდესის აღმოსავლეთით მდებარეობს, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ოდესაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ნატოს მხარდაჭერა. მარტის ბოლოს კიევი და მოსკოვი შავ ზღვის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ასევე მოიცავდა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვას, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შესრულებულა.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები