კატეგორიები

მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის ყველაზე მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა არამიწიერი სიცოცხლის ყველაზე მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა შორეულ პლანეტაზე მიაკვლიეს მოლეკულებს, რომლებიც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოიქმნება. მეცნიერების თქმით, ეს არამიწიერი სიცოცხლის არსებობის ყველაზე მყარი მტკიცებულებაა, რაც კი აქამდე უპოვიათ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეგზოპლანეტა K2-18b-ს ატმოსფეროში დიმეთილ სულფიდი და დისულფიდი გამოავლინეს. ეს ის აირებია, რომლებიც დედამიწაზე ბაქტერიებისა და ფიტოპლანქტონის მიერ წარმოიქმნება. მიუხედავად ამისა, ასტრონომები ხაზს უსვამენ, რომ ფაქტის საბოლოოდ დასადასტურებლად დამატებითი მონაცემებია საჭირო. მეცნიერები აცხადებენ, რომ დამატებითი მონაცემების მოგროვებასა და დამუშავებას, სავარაუდოდ, 1 ან 2 წელი დასჭირდება.

ეგზოპლანეტა K2-18b დედამიწაზე დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო დიდია, ის ბრუნავს წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, K12-18-ის გარშემო, რომელიც ჩვენგან 124 სინათლის წლითაა დაშორებული.

დაკავშირებული ამბები
„ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა შეინარჩუნოს თავისი ტრანსატლანტიკური ხასიათი” - ფრიდრიხ მერცი ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება
სხვა ამბები