„გენეტიკური მიდრეკილება და თანამედროვე ჰორიზონტები”- ესაა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხეზე მომუშავე ოსტატებსა და თბილისელ არქიტექტორ-დიზაინერებს შორის თანამშრომლობას.
ინიციატივის ავტორია „კოპეშია” — სტრატეგიული კომუნიკაციების კომუნა, რომელსაც სურს, პროექტის მეშვეობით ქედის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა და ოსტატობა თანამედროვე დიზაინის პრაქტიკას დაუკავშიროს.
ამ მიზნით პირველი სამუშაო ვიზიტი ქედაში 11–13 აპრილს შედგა და მასში მონაწილეობდა არქიტექტორთა და დიზაინერთა 9-კაციანი ჯგუფი თბილისიდან. მათ მოინახულეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფლები და გაეცნენ ადგილობრივი ოსტატების საქმიანობას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის ავტორმა, სტრატეგიული კომუნიკაციების კომუნა „კოპეშიას“ დამფუძნებელმა, ანუნა ბუკიამ და არქიტექტორმა, „არქიტექტურის ლაბორატორია #3-ის” დამფუძნებელმა დიმიტრი შაფაქიძემ ისაუბრეს.
