მთავარიაზიაისრაელიისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის არმია ღაზაში, ლიბანსა და სირიაში განუსაზღვრელი...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის არმია ღაზაში, ლიბანსა და სირიაში განუსაზღვრელი ვადით დარჩება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის არმია განუსაზღვრელი ვადით დარჩება ე.წ. უსაფრთხო ზონებში, რომლებიც მათ ღაზის სექტორში, ლიბანსა და სირიაში შექმნეს.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაართულოს  ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.

ისრაელის ძალებმა გასულ თვეს დაარღვიეს „ჰამასთან“ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისინი ამჟამად ღაზის სექტორის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებენ.

თავის მხრივ, „ჰამასი“ აცხადებს, რომ  მძევლებს მხოლოდ ისრაელის ღაზიდან სრულად გასვლისა და ხანგრძლივი მშვიდობის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

ამავდროულად, გასულ წელს „ჰეზბოლასთან” მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელი უარს ამბობს ლიბანის გარკვეული ტერიტორიებიდან გასვლაზე.

სირიაში კი მათ ბუფერულ ზონაზე მას შემდეგ დაამყარეს კონტროლი, რაც მეამბოხეებმა პრეზიდენტ ბაშალ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს.

პალესტინის ლიდერები, ასევე ლიბანისა და სირიის წარმომადგენლები, ისრაელის ჯარების ყოფნას სამხედრო ოკუპაციად მიიჩნევენ. მათი აზრით, ისრაელი არღვევს საერთაშორისო სამართალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend