კატეგორიები

დონალდ ტრამპმა აშშ-ის აკვატორიაში რუსული გემების შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის აკვატორიაში რუსული გემების შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების აკვატორიაში რუსული გემების შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს, 17 აპრილს, შეერთებული შტატების ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდება.

ეს განკარგულება ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო ჯო ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი დაიწყო.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ რუსეთთან მოლაპარაკებებს ვერ მიაღწევენ, უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები