კატეგორიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარიზში ემანუელ მაკრონთან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარიზში ემანუელ მაკრონთან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 17 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებისთვის ჩაფრინდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მარკო რუბიოსთან ერთად მოკავშირეებთან შეხვედრას შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც დაესწრება.

ამერიკელი დიპლომატები შეხვდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს. უკრაინის გარდა საუბარი ახლო აღმოსავლეთსა და ირანის ბირთვულ პროგრამასაც შეეხება.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი „შეზღუდულია" ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი
სხვა ამბები