„ჰამასი“ კატარში დელეგაციას აგზავნის, რათა გაგრძელდეს ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკება, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ უარყო ეგვიპტის მიერ წარდგენილი ისრაელის შეთავაზება, რომელშიც შეტანილია დაჯგუფების განიარაღებასთან დაკავშირებული პუნქტიც.
ისრაელის შეთავაზება ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტისა და ღაზის სექტორში საკვებისა და დახმარების შეტანის სანაცვლოდ 10 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ისრაელის მთავრობა ჯერჯერობით თავს არიდებს ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართავს, რადგან, როგორც თავად ამბობს, მას ჯერ „ჰამასის“ დამარცხება სურს.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს, როდესაც მიღწეული შეთანხმება დაირღვა, ისრაელის სამხედროებმა განაახლეს სახმელეთო ოპერაცია და ღაზის სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს.
ისრაელი ცდილობს, „ჰამასს“ აიძულოს, დასთანხმდეს შეთანხმებას, რომლის პირობები მისთვის უფრო მისაღებია. ამ მიზნით ისრაელმა ღაზაში დახმარების შეტანაც აკრძალა.
გაეროს ჰუმანიტარულ სამსახურში აცხადებენ, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი ახლა იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე ეს 2023 წელს, საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროს იყო.