მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები ბზობის დღეს ქალაქ სუმიზე თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობენ

უკრაინელები ბზობის დღეს ქალაქ სუმიზე თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობენ

უკრაინაში გლოვაა გამოცხადებული. როგორც ცნობილია, რუსმა  სამხედროებმა ბზობის დღეს  უკრაინის ქალაქ სუმიზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 35 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ეს რუსეთის მეორე ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და რამდენიმე რელიგიური ნაგებობა დააზიანა.

სუმის რეგიონის საგანგებო სამსახურის სპიკერი ელეჰ სტრილკა ამბობს, რომ მოქალაქეები ღვთისმსახურებაზე მიდიოდნენ, ამიტომ ბევრი დაშავებული და დაჭრილი იყო. მისი თქმით, ირგვლივ ყველგან  ცხედრები იყო.

საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო თავდასხმა.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ  რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  მოსკოვში ახლა არაფრის ეშინიათ, მაგრამ თუ რუსეთზე არ გაზრდიან  ზეწოლას, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ – ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას.

ამავდროულად, რუსეთი ამტკიცებს, რომ სუმის რეგიონში დარტყმების სამიზნეები უკრაინელი სამხედრო მეთაურები და მათი დასავლელი კოლეგები იყვნენ, და დასძინეს, რომ მათ ძალებს იერიშები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend