მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმას 34 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა

უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმას 34 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა

რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ სუმიზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. დაიღუპა 34 ადამიანი, 120-ზე მეტმა მოქალაქემ კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის თავდასხმა და ის  საზარელ ქმედებად შეაფასა.

თავდასხმა მოხდა ქალაქის ცენტრზე, ბზობის დღეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  მხოლოდ ბინძურ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა.

თავდასხმას ორი ბავშვი ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა, დაშავებულთა შორისაა ერთი ჩვილი.

უკრაინის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მხოლოდ ზეწოლასა და გადამწყვეტ მოქმედებებს შეუძლია ამის შეცვლა, თითოეული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, „შაჰედის“ დრონები და პლანირებადი ბომბები არამხოლოდ უკრაინელ ხალხსა და საზოგადოებას ვნებს, არამედ დიპლომატიასაც და ყველა იმ ადამიანის პოლიტიკურ ძალისხმევას, რომლებიც რეალურად ცდილობენ ამ ყველაფრის დასრულებას.

კიევში აცხადებენ, რომ ეს ერთ კვირაში მეორე მასშტაბური თავდასხმა იყო. ოთხ აპრილს ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივი-რიჰზე მიტანილი იერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend