მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ რუსულ სარაკეტო იერიშს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ

უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ რუსულ სარაკეტო იერიშს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გამოეხმაურენ.

სარაკეტო იერიში უკრაინაზე რუსეთმა გუშინ, ბზობის დღესასწაულზე მიიტანა.

ამასთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმა X-ზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საზარელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს და ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს ფაქტია იმის შეხსენება, თუ რატომ მუშაობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ომის დასასრულებლად. მარკო რუბიოს მოსაზრება უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმაც გაიზიარა.

სოციალურ პლატფორმა X-ზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურნენ

კირ სტარმერის თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე აჩვენა მშვიდობისადმი ერთგულება და ახლა რუსეთის ჯერია, დათანხმდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას. ემანუელ მაკრონის თქმითაც, ცეცხლის შესაწყვეტად რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება აუცილებელია.

განცხადება გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მისი თქმით, რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend