მთავარიევროპაუკრაინარუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ენერგოობიექტებზე თავდასხმებში ადანაშაულებენ

რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ენერგოობიექტებზე თავდასხმებში ადანაშაულებენ

თურქეთში ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ცალკეულ პანელებზე სიტყვით გამოსვლისას  რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ორი ქვეყნის დიპლომატები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე განაგრძობს ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.  ანდრიი სიბიჰა დასძენს, რომ რუსეთი სერიოზულად არ ეკიდება მშვიდობის საკითხს.

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერგეი ლავროვი და ანდრიი სიბიჰა, აშშ-ის შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ბოლო კვირების განმავლობაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ურთიერთსაპირისპირო ბრალდებებზე დიპლომატებმა თურქეთში, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, ისაუბრეს

ლავროვი ამბობს, რომ კრემლი თავის სიტყვას ასრულებს და 18 მარტიდან, რაც პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას დასთანხმდა ცეცხლის ნაწილობრივ  შეწყვეტას,  უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე აღარ მიუტანია იერიში.

მისი თქმით, უკრაინა თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურას. მოსკოვმა შეადგინა და უკვე გადასცა სამიზნეების სია აშშ-ს, გაეროსა და თურქეთს.

სიბიჰამ გააკრიტიკა ლავროვის განცხადება და მოსკოვი მშვიდობის საკითხების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

უკრაინის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა მათი მიმართულებით გაუშვა 70 რაკეტა, 2000-ზე მეტი დრონი და 6000 პლანირებადი ბომბი, რომელთა სამიზნე ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ადგილები იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend