ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აზიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ჩინეთში ჩავიდა
ვიზიტი მიზნად ისახავს გლობალური არასტაბილურობის ფონზე ესპანეთ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო ომით გამოწვეული სერიოზული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დაიგეგმა.
ოთხშაბათს, როდესაც სანჩესი ვიეტნამში მოგზაურობდა, ტრამპმა თავისი გლობალური „საპასუხო“ტარიფების 90-დღიანი პაუზის შესახებ გამოაცხადა. ეს ნაბიჯი ესპანეთის პრემიერმა დადებითად შეაფასა.
თუმცა, მისი გადაწყვეტილება არ ეხებოდა ჩინეთს, რომელსაც კიდევ უფრო მკაცრი ტარიფები დაუწესა, რამაც არ დააყოვნა პეკინის პასუხი.
ვიზიტის წინ თეთრმა სახლმა ესპანეთის მთავრობა ჩინეთთან დაახლოების გამო გააკრიტიკა.
ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ევროპელებისთვის პეკინისკენ შეტრიალება წაგებული თამაშია. მისი აზრით, ეს საკუთარი თავისთვის ყელის გამოჭრის ტოლფასია.
აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის სატარიფო დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სანჩესი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პეკინს ეწვია.
ჩინეთი ესპანეთის მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქონლის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია.
ორდღიანი მოგზაურობის დროს სანჩესი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინსა და პრემიერ ლი ციანგს.