მდინარე ჰუდსონში, ქვედა მანჰეტენსა და ნიუ-ჯერსის სანაპიროებს შორის, ვერტმფრენის ჩავარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საჰაერო ხომალდმა, რომელიც კომპანია „ნიუ-იორკის ვერტმფრენებს“ ეკუთვნოდა, ქალაქის თავზე რეგულარული ტურის დროს მართვის კონტროლი დაკარგა. შედეგად დაიღუპნენ პილოტი და ესპანელი ტურისტები, ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის სამი ბავშვი.
ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის თქმით, ვერტმფრენი ცენტრალური აეროდრომიდან დაახლოებით დღის სამ საათზე აფრინდა.
თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ დაიშალა ვერტმფრენი ჰაერში, შემდეგ უკანა ნაწილი მოსძვრა და ძირს დაეშვა. პროპელერი ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა. მან ვიდეოც კი გადაიღო, როგორ ვარდებოდა ის წყალში.
ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასა და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება.
ეს ბოლო დროს მომხდარი მორიგი გახმაურებული ავიაკატასტროფაა შეერთებულ შტატებში.
ბევრი ახლა ეჭვქვეშ აყენებს ფრენის უსაფრთხოებას და ითხოვს რეგულაციების გამკაცრებასა და ავიაციის უსაფრთხოების ნორმების