14-15 აპრილს საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მაყურებელი ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს- „FOLKS”-ს ნახავს, რომელიც ქართულ-გერმანული პროექტია.
სპექტაკლში მონაწილეობენ ორივე ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ტიპური განვითარების პროფესიონალი მოცეკვავეები. პროექტის მიზანია საქართველოში ინკლუზიური ხელოვნების განვითარება და სახელოვნებო პროცესებში ჩართული პირებისთვის თანასწორი, მრავალფეროვანი გარემოს შექმნა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სპექტაკლის შესახებ პროექტის მენეჯერმა მაკა ჩხაიძემ ისაუბრა.