“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, პრობლემური სესხებისა და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
-
მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ საქართველოს მოქალაქეს აქვს, მინიმუმ, ერთი სესხი მაინც.
-
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. “შავ სიაშია” შეყვანილი
-
ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება, 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
-
ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
რა იწვევს ასეთ სურათს ქვეყანაში და როგორ აისახება ეს მონაცემები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.
