მთავარიმსოფლიოაშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მოსკოვმა ვაშინგტონს ამერიკისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე, ქსენია კარელინა გადასცა, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე არტურ პეტროვი გაათავისუფლა.

გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, პატიმართა გაცვლაზე რუსეთი და ამერიკა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ნიშნად შეთანხმდნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განმარტებით, ქსენია კარელინას უსამართლო პატიმრობიდან გათავისუფლება დონალდ ტრამპის ჩართულობით მოხერხდა და აბუ-დაბის აეროპორტიდან ახლა ის თვითმფრინავით შინ ბრუნდება.

ქსენია კარელინას პირადი საბანკო ანგარიშიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდში 52 დოლარის გადარიცხვის გამო, 2024 წლის აგვისტოში კრემლმა „სამშობლოს ღალატის“ მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება არტურ პეტროვის ბრალდებას, ის ვაშინგტონის მოთხოვნით 2023 წელს კვიპროსზე დააკავეს, რუსეთში მიკროელექტრონული მოწყობილობების უკანონო ექსპორტისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

2024 წლის აგვისტოში რუსეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა ცივი ომის შემდეგ პატიმართა გაცვლის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსკოვმა გერმანიასა და ამერიკას 16 პირი, მათ შორის ვლადიმერ პუტინის პირადი პოლიტპატიმრები გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend