კატეგორიები

შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ფასები დაეცა

შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ფასები დაეცა

შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ფასები მნიშვნელოვნად იცვლებოდა, საბოლოოდ კი სამშაბათის, 8 აპრილის, სესიის დახურვისას მკვეთრად დაეცა.  
დილით აქციების ფასი ოდნავ გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთიდან იმპორტზე 104-პროცენტიან ტარიფებს აწესებს.

S&P 500 ინდექსმა თავდაპირველად 4.1 პროცენტით მოიმატა. ასეთი მატება წლების განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა და 3 პროცენტით შემცირდა. საბოლოოდ კი 1.6-პროცენტიან ნიშნულზე გაჩერდა. Dow jones-ის სამრეწველო ინდექსი 320 პუნქტით შემცირდა, ანუ 0.8 პროცენტით. „ნასდაქ კომპოზიტის“ კი – 2.1 პროცენტით.

არასტაბილური მდგომარეობა  გლობალურ საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვან მატებას მოჰყვა, ინდექსები გაიზარდა 6%-ით ტოკიოში, 2.5%-ით პარიზში, 1.6%-ით კი შანხაიში.

მიუხედავად გარკვეული მატებისა, ანალიტიკოსები უახლოეს დღეებში ფასების კიდევ უფრო მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები
სხვა ამბები