კატეგორიები

რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები აღმოჩნდეს – ბრიტანელი მაღალჩინოსნები

რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები აღმოჩნდეს – ბრიტანელი მაღალჩინოსნები
გამოცემა „პოლიტიკო“, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, იყოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მაშინ, როდესაც ევროპის ყურადღება მიმართულია უკრაინაზე, ბალკანეთში დაძაბულობა იზრდება. ამის ფონზე კი, ბრიტანეთში შიშობენ, რომ ვლადიმირ პუტინი არსებულ მდგომარეობას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.

ამის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დასავლეთ ბალკანეთს – რეგიონის „მეორე ცხელ წერტილს“, რუსული გავლენების თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირში გაწევრებისკენ უბიძგებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ „პოლიტიკოსთან“ საუბარში თქვა, რომ პუტინის ინტერესი კიბერ და ჰიბრიდული ომის წარმოების მიზნით, რეგიონის დესტაბილიზაციაა.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტები შიშობენ, რომ კრემლი შეეცდება ბალკანეთში არსებული ღრმა ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები არეულობის გამოსაწვევად გამოიყენოს და გააფართოოს საკუთარი გავლენის სფერო ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში.

დაკავშირებული ამბები
კიოლნი ფრანკო-გერმანულ მთავრობათაშორის შეხვედრას მასპინძლობს ზაპორიჟიესა და ოდესაზე მიტანილი რუსული იერიშები კვლავ მსხვერპლით დასრულდა
სხვა ამბები