კატეგორიები

ევროკავშირმა ახლა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე

ევროკავშირმა ახლა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე

ევროპა ახლა გადაიარაღების პროცესშია. შეერთებული შტატები კონტინენტიდან უკან იხევს, ხოლო ევროპელები თავდაცვის კუთხით დამოკიდებული არიან შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა არსებობს ერთი სფერო, რომელშიც  ევროპა აქტიურად არის ჩართული, ის თავად აწარმოებს ტანკებს.

ევროკავშირის არმიებში არსებული ტანკების რაოდენობას თუ შევაჯამებთ,  მივიღებთ 4262 ჯავშანმანქანას, რაც მცირედით ნაკლებია შეერთებული შტატების კუთვნილ 4640 ტანკზე.

თუმცა წევრ ქვეყნებში განსხვავებული  ვითარებაა. მოწინავე ადგილს საბერძნეთი იკავებს 1344 ტანკით, მას მოსდევს პოლონეთი 614-ით, შემდეგ კი რუმინეთი 328 ტანკით, შედარებისთვის, გერმანიასა და საფრანგეთს 296 და 215 ტანკი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ათენი თურქეთთან ისტორიული დაძაბულობის გამო მოწინავე ადგილზეა, ვარშავამ არსენალის გაფართოება რუსეთიდან წამოსული საფრთხეების ფონზე დაიწყო.

თავდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის მკვლევარი ალენ დე ნევი ამბობს, რომ მათ თავიდანვე უნდა აღმოფხვრან იდეა, რომ ამერიკელებს ჩამორჩებიან. მისი თქმით, ევროპას აქვს ე.წ. „ნოუ-ჰაუ“, დიზაინის ოფისები, ტექნოლოგიები და სამეცნიერო კვლევები, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ, აწარმოონ შეერთებული შტატების ანალოგიური აღჭურვილობა. იგი დასძენს, რომ ამჟამად ევროპას აქვს ჯავშანმანქანების ათი ან მეტი მოდელი მაშინ, როცა ამერიკელები აწარმოებენ მსგავსი ტიპის ჯავშანმანქანების სამ ან ოთხ მოდელს.

ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებული მდგომარეობა ასახავს ევროპის წინაშე არსებულ პრობლემებს. ბაზარი ფრაგმენტულია, არსებობს რამდენიმე კომპანია და რამდენიმე მოდელი, როგორებიცაა ფრანგული „ლეკლერკის“ ტანკი, გერმანული „ლეოპარდი“ და იტალიური „არიეტე“.

ათობით ევროპული მოდელის არსებობა თავისთავად გულისხმობს განსხვავებულ კონსტრუქციას, მოვლასა და ტექნიკის ათვისების სხვადასხვა ფორმას. აღჭურვილობის სტანდარტიზაციის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ დაისვა. თუმცა წარმოების მიღმა სუვერენიტეტის, დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობის საკითხები იმალება, რომლებზედაც უარის სათქმელად ევროპის დედაქალაქები, როგორც ჩანს, მზად არ არიან.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები